ვებგვერდის მოხმარების, საქონლის შეკვეთისა და დამზადების წესები და პირობები
ბოლო განახლება: 13 ოქტომბერი 2026
ვებგვერდის მოხმარების, საქონლის შეკვეთისა და დამზადების წესები და პირობები
შპს „ავანგარდი“
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში — „წესები“) განსაზღვრავს შპს „ავანგარდის“ (შემდგომში — „კომპანია“) ვებგვერდის გამოყენების, პროდუქციის შერჩევის, შეკვეთის განთავსების, ინდივიდუალური შეკვეთით პროდუქციის დამზადების, შეძენის, გადახდის, მიღებისა და პრეტენზიების განხილვის პირობებს.
1.2. კომპანიის მომსახურება მოიცავს ვირტუალურ მაღაზიას, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შეუძლია შეარჩიოს მასალა, მიუთითოს სასურველი ზომები და ტექნიკური მახასიათებლები და შეუკვეთოს სტანდარტული ან ინდივიდუალური ზომებით დამზადებული სამუშაო ზედაპირები სამზარეულოს, აბაზანის, კომერციული ან საოფისე სივრცეებისთვის. წინამდებარე წესებში აღნიშნული პირები ერთობლივად იწოდებიან „დამკვეთად“, თუ კონკრეტული დებულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
1.3. ვებგვერდით სარგებლობისას, შეკვეთის განთავსებისა და პროდუქციის შეძენისას დამკვეთი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე წესებს. შეკვეთის განთავსებით დამკვეთი ადასტურებს, რომ გაეცნო წესებს და ეთანხმება მათ იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ისინი შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
1.4. დამკვეთის პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.5. წინამდებარე წესები არ ზღუდავს დამკვეთს კანონით მინიჭებულ უფლებებს. წესების რომელიმე დებულების ბათილობა ან კანონთან შეუსაბამობა გავლენას არ ახდენს დანარჩენი დებულებების მოქმედებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარად გამომდინარეობს კანონმდებლობიდან.
2. შეკვეთის განთავსება და დადასტურება
2.1. დამკვეთს შეუძლია ვებგვერდის მეშვეობით შეარჩიოს პროდუქცია იმ მასალებისა და დეკორების მიხედვით, რომლებიც ვებგვერდზეა წარმოდგენილი და შეკვეთის განთავსების მომენტში ხელმისაწვდომია.
2.2. შეკვეთის განთავსებისას დამკვეთი ვალდებულია სწორად შეარჩიოს და მიუთითოს პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა მონაცემი, მათ შორის:
- მასალისა და დეკორის დასახელება;
- პროდუქტის სიგრძე, სიგანე და სისქე;
- პროდუქტის ფორმა და დამუშავების პარამეტრები;
- ჭრებისა და ამონაჭრების ადგილმდებარეობა და ზომები;
- კუთხეების განსაზღვრული რადიუსით დამუშავების მოთხოვნები;
- გვერდების დაწიბოვებისა და დამატებითი მხრიდან ლამინირების მოთხოვნები;
- სხვა ინდივიდუალური ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია შეკვეთის სწორად შესასრულებლად.
დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული მონაცემების სისწორეზე. თუ შეკვეთის ტექნიკური პარამეტრები დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, კომპანია უფლებამოსილია დაიწყოს შეკვეთის შესრულება მხოლოდ შესაბამისი საკითხების დაზუსტების შემდეგ.
2.3. შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მას შემდეგ, რაც დამკვეთი მიუთითებს შეკვეთის შესასრულებლად საჭირო მონაცემებს, დაადასტურებს შეკვეთას ვებგვერდის შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით და გადაიხდის შეკვეთის ღირებულების არანაკლებ 50%-ს, თუ მხარეები წერილობით ან სხვა შეთანხმებული ფორმით განსხვავებულ პირობებზე არ შეთანხმდებიან.
2.4. შეკვეთის განთავსებამდე დამკვეთს მიეწოდება ინფორმაცია შეკვეთის საბოლოო ღირებულების, გადახდის პირობების, დამზადებისა და მიწოდების ვადების და სხვა არსებითი პირობების შესახებ.
2.5. თუ შეკვეთის ტექნიკური მონაცემები არასრულია, წინააღმდეგობრივია ან შეკვეთის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოიშობა დასაზუსტებელი საკითხები, კომპანიას უფლება აქვს დაუკავშირდეს დამკვეთს შეკვეთის დეტალების დასაზუსტებლად მის მიერ მითითებული ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან WhatsApp-ის საშუალებით.
2.6. თუ შეკვეთის შესასრულებლად აუცილებელი მონაცემების დაზუსტება ვერ ხერხდება, კომპანია უფლებამოსილია შეაჩეროს შეკვეთის შესრულება საკითხის დაზუსტებამდე და ამის შესახებ აცნობოს დამკვეთს.
2.7. დამკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ზომების, ფერის, დეკორისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების სისწორეზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ არასწორად მითითებული მონაცემებით გამოწვეულ შეუსაბამობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუსაბამობა გამოწვეულია კომპანიის შეცდომით.
3. შეკვეთის ცვლილება და გაუქმება
3.1. დადასტურებულ შეკვეთაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია კომპანიის თანხმობით, შეკვეთის შესრულების ეტაპისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
3.2. შეკვეთის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი ხარჯები ან დამზადების ვადის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში კომპანია წინასწარ აცნობებს დამკვეთს ცვლილების პირობებსა და დამატებით ღირებულებას. ცვლილება განხორციელდება დამკვეთის თანხმობის მიღების შემდეგ.
3.3. შეკვეთის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთმა კომპანიას უნდა მიმართოს შეკვეთის ნომრის მითითებით, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.
3.4. თუ მასალის დაჭრა ან შეკვეთის ინდივიდუალური დამუშავება ჯერ არ დაწყებულა და კომპანიას შეკვეთის შესასრულებლად ხარჯი არ გაუწევია, შეკვეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების საკითხი განიხილება შეკვეთის პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3.5. თუ დამკვეთი უარს ამბობს ინდივიდუალური ზომებით ან სპეციფიკაციებით შეკვეთილი პროდუქციის შეძენაზე მას შემდეგ, რაც შეკვეთის შესრულება უკვე დაწყებულია, თანხის დაბრუნების/ან გადასახდელი ვალდებულების წარმოშობის საკითხი განისაზღვრება შეკვეთის შესრულების ეტაპის, რეალურად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით.
3.6. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ საქონელზე არ ვრცელდება დისტანციური ხელშეკრულებიდან ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე გასვლის უფლება. აღნიშნული გამონაკლისი არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს ნაკლიანი ან ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო საქონლის მიღების შემთხვევაში.
3.7. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას შეკვეთის მიღებაზე ან შეაჩეროს მისი შესრულება ობიექტური საფუძვლის არსებობისას, მათ შორის, მასალის მიუწვდომლობის, ტექნიკური შეუძლებლობის ან შეკვეთის შესრულებისთვის აუცილებელი მონაცემების დაუზუსტებლობის შემთხვევაში. კომპანიამ დამკვეთს უნდა აცნობოს უარის ან შეჩერების მიზეზი და, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრუნოს მიღებული თანხა კანონმდებლობისა და მხარეთა შეთანხმების შესაბამისად.
4. პროდუქციის ფასი და გადახდის პირობები
4.1. პროდუქციის ფასი განისაზღვრება შეკვეთის განთავსებისას ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის ან მომხმარებლისთვის წარდგენილი და შეთანხმებული ინდივიდუალური შეთავაზების შესაბამისად.
4.2. შეკვეთის დადასტურებამდე დამკვეთს მიეწოდება ინფორმაცია პროდუქციის საბოლოო ღირებულების შესახებ, მათ შორის, დამატებითი ხარჯების თაობაზე, თუ ასეთი ხარჯები არსებობს.
4.3. შეკვეთის ღირებულების არანაკლებ 50%-ის გადახდა წარმოადგენს შეკვეთის დადასტურების აუცილებელ პირობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები განსხვავებულ გადახდის პირობებზე შეთანხმდნენ.
4.4. შეკვეთის დარჩენილი ღირებულება დამკვეთმა უნდა გადაიხადოს მზა პროდუქციის გატანამდე, მაგრამ არაუგვიანეს პროდუქციის დამზადების დასრულებიდან 7 სამუშაო დღისა, თუ მხარეები წერილობით ან სხვა შეთანხმებული ფორმით განსხვავებულ პირობებზე არ შეთანხმდებიან. თუ დამკვეთი აღნიშნულ ვადაში არ გაიტანს მზა პროდუქციას, ეს გარემოება თავისთავად არ ათავისუფლებს მას გადახდის ვალდებულებისგან. პროდუქციის შემდგომი შენახვისა და გატანის პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
4.5. პროდუქციის ფასებისა და მარაგების შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე პერიოდულად ახლდება. თუ შეკვეთის განთავსებისას გამოვლინდა ფასის ან მარაგის შეუსაბამობა, კომპანია ამის შესახებ აცნობებს დამკვეთს. შეკვეთის ღირებულების ან/და შერჩეული მასალის შეცვლა დასაშვებია მომხმარებლის ინფორმირებისა და მისი თანხმობის მიღების შემდეგ.
4.6. შეკვეთის დადასტურების შემდეგ პროდუქციის ფასის ცვლილება უკვე დადასტურებულ შეკვეთაზე არ ვრცელდება, თუ შეკვეთის მასალა და პარამეტრები არ იცვლება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან მხარეთა შეთანხმებისა.
5. პროდუქციის ფერი, მასალა და ტექნიკური მახასიათებლები
5.1. კომპანია ცდილობს, ვებგვერდზე განთავსებული პროდუქციის ფოტოები, ფერები და აღწერილობები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს რეალურ პროდუქტს.
5.2. მომხმარებელს უნდა ესმოდეს, რომ ეკრანის პარამეტრების, განათებისა და გამოსახულების თავისებურებების გამო, პროდუქტის ფოტოზე გამოსახული ფერი შესაძლოა მცირედ განსხვავდებოდეს რეალური მასალის ფერისგან.
5.3. ბუნებრივი ან დეკორატიული მასალების ტექსტურა, ტონალობა და ნახატი შეიძლება განსხვავდებოდეს ნიმუშის ან ეკრანზე წარმოდგენილი გამოსახულებისგან, შესაბამისი მასალის თავისებურებების ფარგლებში.
5.4. თუ ფერის, დეკორის ან სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლის ზუსტი შესაბამისობა მომხმარებლისთვის არსებითია, რეკომენდებულია შეკვეთის დადასტურებამდე მასალის ფიზიკური ნიმუშის ნახვა ან კომპანიის კონსულტანტთან დაზუსტება.
6. პროდუქციის დამზადების ვადები
6.1. შეკვეთის დამზადების სტანდარტული ვადაა 12 სამუშაო დღე, თუ შეკვეთის დადასტურებისას სხვა ვადა არ არის შეთანხმებული.
6.2. დამზადების ვადის ათვლა იწყება შეკვეთის დადასტურებისა და მისი შესრულებისთვის საჭირო ყველა მონაცემისა და ინფორმაციის მიღების შემდეგ.
6.3. თუ შეკვეთის შესრულებისას წარმოიშობა გარემოება, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს დამზადების ვადაზე, მათ შორის, პროდუქტის დაზიანება წარმოების პროცესში, დანადგარის გაუმართაობა ან ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება, კომპანია ვალდებულია დამკვეთს აცნობოს შეფერხების მიზეზი და დამზადების განახლებული სავარაუდო ვადა. თუ საჭიროა შეკვეთის შეთანხმებული ვადის შეცვლა, კომპანია ამის შესახებ დამკვეთს აცნობებს და საკითხი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
6.4. დამზადების ვადა არ მოიცავს და არ გულისხმობს მზა დეტალის ტრანსპორტირებას დამკვეთისათვის. ე.წ. „მიტანის“, „მონტაჟის“ ან ზომების აღების მომსახურება კომპანიას არ აქვს.
7. პროდუქციის მიღება და მიწოდება
7.1. პროდუქციის მიღება შესაძლებელია კომპანიის თბილისში მდებარე მაღაზიებში ან სხვა შეთანხმებულ ადგილას (მაგალითად კომპანიის დილერებთან), შეკვეთის დადასტურებისას შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
7.2. საქართველოს სხვა რეგიონებში პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობის, ვადისა და ღირებულების დასაზუსტებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის გაყიდვების სამსახურს ნომერზე +995 596 703010 ან WhatsApp-ის საშუალებით.
7.3. როდესაც დამკვეთი პროდუქციის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, მან უნდა შეარჩიოს პროდუქტის ზომისა და მახასიათებლების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება და უზრუნველყოს მისი უსაფრთხო გადატანა. გადატანის დროს პროდუქტის დაზიანებაზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი.
7.4. პროდუქციის მიღებისას დამკვეთმა, მისმა წარმომადგენელმა ან გამოგზავნილმა გადამზიდმა უნდა შეამოწმოს პროდუქტის რაოდენობა, ზომები, ფერი, შეკვეთასთან შესაბამისობა და გარეგნული მდგომარეობა.
7.5. პროდუქტის მიღებისას აღმოჩენილი ხილული დაზიანების, ნაკლებობის ან შეუსაბამობის შესახებ რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ეცნობოს კომპანიის წარმომადგენელს და დაფიქსირდეს შესაბამის დოკუმენტში ან სხვა შეთანხმებული ფორმით.
7.7. როდესაც პროდუქციის ტრანსპორტირებას მომხმარებლის დავალებით დამოუკიდებელი გადამზიდავი ახორციელებს, შემთხვევითი დაზიანების ან პროდუქტის სრულად განადგურების რისკი სრულად გადადის დამკვეთზე.
8. პროდუქციის ნაკლი და პრეტენზიების განხილვა
8.1. თუ პროდუქტის მიღებისას აღმოჩნდება დაზიანება, ქარხნული ნაკლი ან შეკვეთასთან შეუსაბამობა, დამკვეთმა უნდა აცნობოს კომპანიას რაც შეიძლება სწრაფად, არაუგვიანესს მიღებიდან 7 სამუშაო დღისა.
8.2. პრეტენზიის წარდგენისას დამკვეთმა, უნდა მიუთითოს შეკვეთის ნომერი, პრობლემის აღწერა და დაურთოს დაზიანების ან შეუსაბამობის ამსახველი მკაფიო ფოტოსურათები.
8.3. პრეტენზიის გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო საშუალებებზე:
- ტელეფონი: +995 596 703 010
- ელფოსტა: info@avangardi.com.ge
8.4. თუ პროდუქტის ნაკლი ან დაზიანება აღმოჩენილია მისი მიღების შემდეგ, დამკვეთმა პროდუქტის დაჭრამდე, დამუშავებამდე ან დამონტაჟებამდე უნდა გადაიღოს დაზიანებული ადგილის ფოტოსურათები და მიმართოს კომპანიას.
8.5. ნაკლის შემოწმებამდე მომხმარებელმა, შეძლებისდაგვარად, უნდა შეინარჩუნოს პროდუქტის თავდაპირველი მდგომარეობა და დამცავი ფირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8.6. კომპანია პრეტენზიის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში დაუდასტურებს დამკვეთს მის მიღებას და აცნობებს განხილვის შემდგომ პროცედურას. კომპანია შეისწავლის პრეტენზიას და საჭიროების შემთხვევაში შეამოწმებს პროდუქტს. დადასტურებული ნაკლის ან შეკვეთასთან შეუსაბამობის შემთხვევაში დამკვეთს აქვს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში, პროდუქტის შეკეთების, შეცვლის, ფასის შემცირების ან წუნდებული პროდუქტის უკან დაბრუნება თანხის დაბრუნების სანაცვლოდ. კონკრეტული ღონისძიება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, პროდუქტის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო ხარჯებს უზრუნველყოფს დამკვეთი.
8.7. კომპანია პასუხისმგებელი არ არის იმ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია პროდუქტის გადაცემის შემდეგ დამკვეთის ან მესამე პირის მიერ არასწორი ტრანსპორტირებით, შენახვით, დასაწყობებით, მონტაჟით, არასათანადო გამოყენებით ან მოპყრობით.
8.8. პრეტენზიის განხილვისას კომპანია და დამკვეთი თანამშრომლობენ დაზიანების ან შეუსაბამობის მიზეზის დასადგენად. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა არ ზღუდავს დამკვეთის უფლებას, მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს.
9. ვებგვერდის გამოყენების პირობები
9.1. კომპანია დამკვეთს ანიჭებს შეზღუდულ, არაექსკლუზიურ და არაგადაცემად უფლებას, გამოიყენოს ვებგვერდი მისი დანიშნულებისამებრ და წინამდებარე წესების შესაბამისად.
9.2. თუ ვებგვერდით სარგებლობისა და შეკვეთის განთავსებისთვის საჭიროა მომხმარებლის ანგარიშის შექმნა, დამკვეთი ვალდებულია უზრუნველყოს ანგარიშის რეგისტრაციისას მითითებული მონაცემების სისწორე და დაიცვას საკუთარი ავტორიზაციის მონაცემები. ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესების შესაბამისად.
9.3. დამკვეთი პასუხისმგებელია მის ანგარიშზე განხორციელებულ მოქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანგარიშის არასანქცირებული გამოყენება გამოწვეულია კომპანიის მოქმედებით ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
9.4. ვებგვერდის გამოყენებისას დამკვეთი ვალდებულია დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის უსაფრთხოებას, გამართულ ფუნქციონირებას ან სხვა მომხმარებლების უფლებებს.
9.5. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილი მოსაზრებები და შეთავაზებები კომპანიას შეუძლია გამოიყენოს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, იმ პირობით, რომ ასეთი გამოყენება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არღვევს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს.
9.6. ვებგვერდზე განთავსებული ფოტოების, ტექსტების, დიზაინისა და სხვა მასალების გამოყენება რეგულირდება საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობით. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონით ან უფლებამოსილი პირის თანხმობით ნებადართულ ფარგლებში.
10. პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალურობა
10.1. კომპანია ამუშავებს დამკვეთის პერსონალურ მონაცემებს შეკვეთის მიღების, პროდუქციის დამზადების, გადახდის, შეკვეთის გატანის ან მიწოდების ორგანიზების, დამკვეთთან კომუნიკაციისა და კანონით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის.
10.2. მონაცემთა დამუშავების მიზნების, სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა მიმღებების, შენახვის ვადებისა და დამკვეთის უფლებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
10.3. პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
11. პასუხისმგებლობა და შეკვეთის შესრულების შეზღუდვები
11.1. თითოეული მხარე პასუხისმგებელია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11.2. კომპანია უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ვებგვერდის ფუნქციონირება ტექნიკური მომსახურების, უსაფრთხოების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, შეძლებისდაგვარად დამკვეთების წინასწარი ინფორმირებით.
11.3. თუ შეკვეთის შესრულება შეუძლებელი ხდება პროდუქტის ან მასალის მიუწვდომლობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო, კომპანია ვალდებულია აცნობოს დამკვეთს და შესთავაზოს შესაძლო ალტერნატივა ან შეკვეთის გაუქმება და შესაბამისი თანხის დაბრუნება კანონმდებლობის შესაბამისად.
12. დავების გადაწყვეტა და მოქმედი სამართალი
12.1. წინამდებარე წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
12.2. წესებთან, შეკვეთასთან ან პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან საკითხის მოლაპარაკების გზით მოგვარებას.
12.3. მოლაპარაკებით შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სასამართლოში.
12.4. დამკვეთს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ ორგანოებს საკუთარი უფლებების დასაცავად.
13. წესებში ცვლილებების შეტანა
13.1. კომპანია უფლებამოსილია განაახლოს წინამდებარე წესები კანონმდებლობის ცვლილების, მომსახურების განახლების ან სხვა საფუძვლიანი საჭიროების შემთხვევაში.
13.2. განახლებული წესები გამოქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე და მიეთითება მათი განახლების თარიღი.
13.3. წესების ახალი რედაქცია ვრცელდება მის ამოქმედების შემდეგ განთავსებულ შეკვეთებზე, თუ კანონმდებლობით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უკვე დადასტურებული შეკვეთის არსებითი პირობები არ შეიცვლება დამკვეთის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13.4. წინამდებარე წესებთან დაკავშირებული კითხვებისა და განმარტებების მისაღებად დამკვეთს შეუძლია მიმართოს კომპანიას შემდეგ მისამართზე: ეველინა თავაძის ქ #66; 0178 თბილისი; საქართველო.
- ელფოსტა: info@avangardi.com.ge
- ტელეფონი: +995 596 703 010